ჩვენი მიზანია მკურნალობა თურქეთის წამყვან კლინიკებში უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამისათვის გთავაზობთ საუკეთესო სერვისს. MedVisitor-ს აქვს კოლაბორაცია თურქეთის წამყვან სამედიცინო ტურიზმის პროვაიდერებთან და წამყვან კლინიკებთან. გთავაზობთ მაქსიმალურად გამარტივებულ მომსახურებას: პირველ ეტაპზე, თქვენ ჩვენი საიტიდან უნდა ატვირთოთ პაციენტის ფორმა 100, რომელსაც გასცემს საქართველოს კლინიკა. აღსანიშნავია რომ, არ არის საჭირო მისი თარგმნა, მისაღებია ქართულ ენაზე შედგენილი. თურქეთის წამყვან კლინიკებში განიხილავენ მას და გადმოგიგზავნიან ინფორმაციას მკურნალობის მეთოდის და ღირებულების შესახებ. წინასწარ მათ შეიძლება მოითხოვონ ასევე საქართველოში ჩატარებული კვლევების გაცნობა. ასეთ შემთხვევაში ჩვენი კონსულტანტი დაგიკავშირდებათ და დაგეხმარებათ მათ გადაგზავნაში.
პირველ ეტაპზე. ჩვენი საიტიდან ატვირთავთ ფორმა 100-ს (ქართულ ენაზე). ეს უფასოა!
თურქეთის წამყვან კლინიკაში განიხილავენ თქვენს მიერ ატვირთულ ფორმა 100-ს.
შესაძლოა მოითხოვონ გარკვეული კვლევების შედეგების გადაგზავნა.
თურქეთის კლინიკიდან მიიღებთ მკურნალობის გეგმას, სადაც იქნება კონკრეტულად გაწერილი სამკურნალო პროცედურები. კლინიკა, ექიმი და მკურნალობის ღირებულება.
თქვენ მიიღებთ თურქეთში საკონტაქტო პირის ნომერს, რომელიც იქნება თქვენი კურატორი, საუბრობს ქართულად და მას შეგიძლიათ ესაუბროთ Wats UP-ით.
თუ გადაწყვეტთ, რომ მიიღოთ აღნიშნული სამედიცინო სერვისი, უნდა ჩაფრინდეთ თურქეთში. ანკარა ან სტამბული.
თქვენი კურატორის ორგანიზებით, დაგხვდებიან აეროპორტში და მიგაცილებენ კლინიკაში თქვენს ექიმთან.
კლინიკაში ყოფნისას თქვენ ისარგებლებთ უფასო 24 საათიანი თარჯიმნის მომსხურებით. ასევე გექნებათ 24 საათიანი კონტაქტი თქვენს კურატორთან ამის საჭიროებისას.
მკურნალობის ჩატარების შემდეგ, გამოგატანენ საჭირო რეკომენდაციებს და დოკუმენტაციას და თქვენი კურატორის ორგანიზებით მიგაცილებენ აეროპორტში.
პირველ ეტაპზე ინდა მოხდეს ფორმა 100-ის გადაგზავნა. დოკუმენტის ატვირთვა განხორციელდება ჩვენი ვებ გვერდიდან. ფორმა 100 დაასკანერეთ ან გადაუღეთ მას ფოტო და ატვირთეთ. ფორმა 100-ის ატვირთვის პანელზე შეიყვანეთ საკონტაქტო პირის ინფორმაცია (საკონტაქტო პირი შეიძლება იყოს პაციენტი ან მისი ახლობელი). აუცილებელად შესავსები ველებია: "სახელი, გვარი", "ტელეფონი" და "Email". შეიყვანეთ საკონტაქტო პირის სახელი, გვარი, ტელეფონი, Email (შეგიძლიათ ასევე შეავსოთ ველი "მისამართი", მაგრამ აუცილებელი არ არის). შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Choose File, მონახეთ თქვენს კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაში დასკანერებული ან ფოტოგადაღებული ფორმა 100. თუ ერთ ფაილში არ არის გაერთიანებული ყველა გვერდი, სასურველია დააარქივოთ და ისე გადმოგზავნოთ (ZIP ან RAR). წინააღმდეგ შემთხვევაში სათითაოდ მოგიწევთ გადმოგზავნა. საბოლოოდ დააჭირეთ ღილაკს "გადაგზავნა". დაელოდეთ ინფორმაციას MedVisitor-ისგან.
MEDICAL PARK
მაღალი ცნობადობა
წამყვანი ექიმები
საუკეთესო სერვისი
კლინიკების ქსელი
ACIBADEM
ლუქს სერვისი
MEDICANA
მაღალი შედეგები
MEMORIAL
GAZI UNIVERSITESI
საუნივერსიტეტო კლინიკა
KORU
მაღალი ხარისხი
NEOLIFE
Florence Nightingale
AMERICAN HOSPITAL
DUNIAGOZ
LOSANTE
© MEDVISITOR.GE. All Rights Reserved.